25.04.2024 | 20:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან იოსელიანი: "მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაა საჭირო, რომ ქვეყანაში ბავშვის უფლებები დაცული იყოს - მხოლოდ ომბუდსმენის ძალისხმევა ამას არ ეყოფა"

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაა საჭირო, რომ საქართველოში ბავშვის უფლებები საუკეთესო სტანდარტით დაცული იყოს და მხოლოდ ომბუდსმენის ძალისხმევა ამას არ ეყოფა.

მისივე თქმით, საქართველოში ბავშვები სოციალურ პრობლემებთან ერთად ძალადობის პრობლემების წინაშეც დგანან.

"სახალხო დამცველის აპარატში ცალკე დეპარტამენტია, რომელიც ბავშვების უფლებებზე მუშაობს, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის უფლებებთან, მათ შორის, დაწყებული სასკოლო განათლებიდან, სკოლამდელი განათლებიდან და დამთავრებული უკვე საუნივერსიტეტო მიმართულებითაც, ვგულისხმობ, განათლების ხელმისაწვდომობას.

რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებს, განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად პრობლემებია, მათ შორის, მათი სოციალური მდგომარეობის ირგვლივ, ასევე, პრობლემებია ბავშვებზე ძალადობის ირგვლივ, რაც ჩვენს ანგარიში ხშირად ხდება. ვფიქრობ, რომ ამას მარტო სახალხო დამცველის ძალისხმევა არ ეყოფა და მთელი სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზება სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში ბავშვის უფლებები საუკეთესო სტანდარტით დაცული იყოს", - განაცხადა იოსელიანმა.

დღის გადაცემები