21.09.2024 | 05:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან

ძლიერმა წვიმამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. განადგურებულია სავარგულები, ბოსტნები, დახოცილია შინაური ფრინველები.ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებთან ერთად, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხობის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოში. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

დღის გადაცემები