21.09.2024 | 00:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უაქციზო თამბაქოს რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, ას ათი ათასი ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მოახდინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის გადაცემები