02.05.2024 | 14:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან სლოვენიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ კვირაში მე წავალ მოსკოვში, რათა ვისაუბრო, სხვა საკითხებთან ერთად, მშვიდობის მნიშვნელობაზე და ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ და რაც შეიძლება მალე. ასევე მე იმისთვის მივდივარ, რომ უზრუნველვყო, რომ უნგრეთს ენერგომომარაგების პრობლემა არ შეექმნას. მივდივარ "გაზპრომთან", "როსატომთან" და სხვა ჩინოსნებთან შესაბამისი დისკუსიებისთვის…, რათა უნგრეთის ენერგომომარაგება მოწესრიგებული იყოს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მომდევნო თვეებშიც", - თქვა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის საწინააღმდეგო ყველა სანქციას, რომელიც ბუნებრივ აირს ან ატომურ ენერგეტიკას ეხება.

სიიარტოს აზრით, ყველას, ვინც მის მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებს, “მშვიდობა არ უნდა”.

"ვფიქრობ, ყველა, ვისაც მინიმალური საღი აზრი მაინც აქვს, ხედავს, რომ ესკალაცია ძალიან საშიში მიმართულებით მიდის და უარესდება. ჩვენ ახლა ბოლოსწინა მომენტში ვართ, როდესაც მოვლენების მიმდინარეობა ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. და ყველას, ვისაც რამე საღი აზრი გააჩნია, ესმის, რომ თუ ეს გაგრძელდება - ეს უზარმაზარი პრობლემა იქნება. ამიტომ, ესკალაციის მცდელობისა და მეომარი რიტორიკის ნაცვლად ახლა, ჩემი აზრით, დროა ევროპამ მთელი ძალისხმევა მიმართოს მშვიდობის მიღწევას", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის გადაცემები