25.04.2024 | 00:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო: "ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ჩვენთვის მთავარი მიზანია, არ ჩავერთოთ ომში რაიმე ფორმით"
"150 ათასი უნგრელი ცხოვრობს უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ცხადია, თუ ჩვენ გავაგზავნით იარაღს, ეს იქნება რუსებისთვის დაბომბვის მიზეზი. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ესროლონ იმ რეგიონებს, სადაც უნგრელები ცხოვრობენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უნგრეთის და უნგრელების უსაფრთხოება."
"ჩვენ მივიღეთ 630 ათასი ლტოლვილი უკრაინიდან. კარგად ვზრუნავთ მათზე, ვთავაზობთ სამუშაოს, ვინც დიდხანს რჩება, ხოლო ბავშვებს განათლებას. არ ველოდებით, რომ ვინმე მადლობას გადაუხდის უნგრელებს, მაგრამ ველოდებით ერთ რამეს – ნუ მოახდენენ ჩვენს პროვოცირებას, ნუ დაგვადანაშაულებთ, ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა იარაღის მიწოდებაში. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლები ვართ. ჩვენი მთავარი მიზანია, არ ჩავერთოთ ამ ომში რაიმე ფორმით."
"საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, შევცვალოთ რუსული გაზი და ნავთობი ქვეყანაში. ამ დროისთვის ჩვენი პასუხია: არა. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენზე რუსული ენერგიის მიწოდების მცირე ნაწილი მოდის. ენერგიის მიწოდება არის ფიზიკური საკითხი და არა ფილოსოფიური. ქვეყანა ფიზიკურად ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობის ნავთობის მიღებას“,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
დღის გადაცემები