18.08.2022 | 01:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ 21 მარტის შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ისაუბრა.

კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა.

მისივე თქმით, მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

დღის გადაცემები