28.06.2022 | 00:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უამინდობამ ამბროლაურში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები.

ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტში არასოდეს უნახავთ.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 11-ჯერ
დღის გადაცემები