24.04.2024 | 00:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Euronews: "ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, საფრანგეთში იმ მაღაზიებს, რომლებშიც გაგრილების სისტემები მუშაობს, კარის ღია მდგომარეობაში დატოვება აეკრძალებათ"

საფრანგეთში იმ მაღაზიებს, რომლებშიც გაგრილების სისტემები მუშაობს, კარის ღია მდგომარეობაში დატოვება აეკრძალებათ. ამასთან, აიკრძალება მანათობელი სარეკლამო აბრების ღამის განმავლობაში ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. მიზეზად ენერგიის მოხმარების შემცირება სახელდება, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ახალ რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე დღეში იგეგმება. იმ ბიზნესობიექტებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით, €750-ის გადახდა მოუწევთ.

ამავე შინაარსის მუნიციპალური წესები, ივლისის შუა რიცხვებიდან, უკვე მოქმედებს ზოგიერთ ისეთ ქალაქში, როგორებიცაა ლიონი, პარიზი, ბეზანსონი და ბურკ-ან-ბრესი, მაგრამ ახლა მთავრობას სურს, ინიციატივამ მთელი ქვეყანა მოიცვას.

1:00-დან დილის 6:00 საათამდე, განათებული სარეკლამო აბრის აკრძალვა ამჟამად მოქმედებს იმ ქალაქებში, სადაც 800 000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს, ახალ რეგულაციებში კი, მოსახლეობის რაოდენობა გათვალისწინებული აღარაა.

დღის გადაცემები