28.04.2024 | 06:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ამით დასრულდა ევროპაში ათწლეულების მშვიდობა. ვიცი, შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთი გონს მოვიდეს, ყველა მხარე კი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბოს. ჩვენ ამას დეტალურად დავუბრუნდებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი მშვიდობა, ანუ მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და თავიდან აიცილებს ესკალაციის ნებისმიერ ფორმას. მჯერა, ეს ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ჩინეთისთვის, ისევე როგორც საფრანგეთისა და ევროპისთვის", – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დღეს ღრმა ისტორიულ ცვლილებებს განიცდის.

"როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს და დამოუკიდებლობის ტრადიციის მქონე ძირითად ქვეყნებს, ჩინეთსა და საფრანგეთს, როგორც მსოფლიოს მრავალპოლუსიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციის ხელშემწყობებს, აქვთ უნარი და პასუხისმგებლობა, გადალახონ განსხვავებები და შეზღუდვები. დავიცვათ ჩინეთსა და საფრანგეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობა სტაბილურობის, ურთიერთგაგების, განვითარებისა და პროგრესის საფუძველზე, ვიმოქმედოთ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმით და შევინარჩუნოთ მსოფლიო მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა", – განაცხადა სი ძინპინმა.

დღის გადაცემები