19.04.2024 | 14:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევს, არ ეწვიონ ბელარუსს.

საგარეო უწყება მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ახალ შეტევას ასახელებს.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბელარუსში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეებისთვის რეკომენდებულია ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება და ბელარუსში ჩასვლისგან თავის შეკავება.

უწყების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებებისა და ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ბელარუსში ნებისმიერი მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.

სამინისტრო მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებას ლიეტუვის, ლატვიის ან პოლონეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან ურჩევს.

ცნობისთვის, ბელარუსში გამგზავრებისგან მოქალაქეებს თავის შეკავებას ურჩევენ, ასევე, გერამანიისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის არაპროგნოზირებადი შედეგებისა და რუსი სამართალდამცველების მიერ თვითნებური დაკავების რისკის გამო.

დღის გადაცემები