26.04.2024 | 23:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლონური მედია: "საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბლოკავს"
    უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მარტში მიიღო.
    როგორც კონფიდენციალურმა წყარომ პოლონურ გამოცემასთან განაცხადა,
"ფრანგებმა დაბლოკეს ევროკავშირის გადაწყვეტილება მეორე მილიარდი ევროს შესახებ. პროექტში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის ანაზღაურება უკრაინის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა პარიზს სურს, ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკოს ეს დებულება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ მიიღოს დახმარება იმ მასალებზე, რაც მათ არ მოუთხოვიათ. საბრძოლო მასალებზე მიღებული გადაწყვეტილების გარდა, საფრანგეთს სურს, რაკეტების მიწოდების ანაზღაურების შესაძლებლობა დაამატოს".
    ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათ შორისაა პოლონეთი.
დღის გადაცემები