13.12.2024 | 05:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალიევმა ირანის ხელისუფლება აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

"მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას. ის, რომ თავდასხმის შემდეგ ტერორისტი ირანულ მედიას ინტერვიუებს აძლევდა, მიუთითებს, რომ ის ირანის ოფიციალურ პირებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, თეირანმა გამოძიება უნდა ჩაატაროს და არა მარტო ტერორისტი, არამედ ირანის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები უნდა დასაჯოს, რომლებმაც ის გააგზავნეს.

"ამის გარეშე ირანთან ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე 29 იანვარს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დიპლომატიური მისიის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ორხანა საკეროვი მოკლა და დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. თავდამსხმელი დააკავეს. 

დღის გადაცემები