25.04.2024 | 00:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენერგეტიკული პროექტები და რეგიონული თანამშრომლობა - ალიევი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით ორ ქვეყანას სტრატეგიული ურთიერთობა აქვს ალიანსის დონეზე, თანამშრომლობას აქვს როგორც საერთაშორისო ასევე ორმხრივი ფორმატის ხასიათი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან მცხეთაში, "შატო მუხრანში" გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, შეხვედრისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ჩამოყალიბებული რეალობა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების ხუთპუნქტიანი გეგმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს და ხელს მოაწერს შეთავაზებულ პრინციპებს.

"ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და იარსებებს ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მანვე აღნიშნა, რომ სომხეთის მზადყოფნის შემთხვევაში მზად არის დღესვე დაიწყოს საქართველოს-სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი კონსულტაციების ფორმატი.

რაც შეეხება აზერბაიჯან-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ იზრდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა.

"ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას, აზერბაიჯანს 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული და ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისი სიტყვებით, საუბარი შეეხო სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკას, რათა გაუზარდოს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.

"ჩვენ ვაპირებთ 22 მლნ კუბური ტონის ექსპორტს და ვაპირებთ კიდევ უფრო გავზარდოთ მომავალ წლებში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით და ვაპირებთ 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი და ეს ბუნებრივი განვიხილეთ საქართველო პრემიერ-მინისტრთან, ამასობაში ბაქო- თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი და გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი რომ ახლა ის არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს არხიც", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანი აპირებს გაზარდოს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე

ილჰამ ალიევის განცხადებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაზრდილია 75%- ით. ამასთან, მისი განცხადებით შესაძლებელია ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის დატვირთვის გაზრდაც 65 მლნ ტონა ტვირთით, რისთვისაც მომავალი წლისთვის მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

"ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ აზერბაიჯანის და საქართველო გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახლი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე დატვირთვა საქართველო ევროპისკენ წავიდეს და პირით და მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა შეგვიძლია",- აღნიშნა ალიევმა.

მისი განმარტებით სატრანზიტო მიმართულებებით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.

"სატრანსპორტო შესაძლებლობის განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა",- აღნიშნა ალიევმა.

"საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი", - განაცხადა ილჰამ ალივმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.

დღის გადაცემები