28.04.2024 | 07:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებულ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

როგორც სომხური მედია წერს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით 11 აპრილს, საღამოს ცეცხლი გახსნეს, როდესაც სომეხი სამხედრო მოსამსახურეები საინჟინრო სამუშაოებს სიუნიქის რაიონის, დასახლება ტეღთან ატარებდნენ.

ერევანში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

მომხდართaნ დაკავშირებით ცნობას ავრცელებს აზერბაიჯანული მედია და ამბობს, რომ თავდაცვის უწყება სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

სამინისტროს განცხადებით, თავდაპირველად სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი ლაჩინის მიმართულებით, რასაც აზერბაიჯანული მხარის რეაგირება მოჰყვა. ბაქო და ერევანი აცხადებენ, რომ ამჟამად ვითარება სტაბილურია.

დღის გადაცემები