25.04.2024 | 04:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

"6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ცეცხლს უხსნიდა ქალბაჯარის რაიონის მოლაბაირამლისა და ბეზირხანას დასახლებებში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.

დღის გადაცემები