30.04.2024 | 19:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანდრია გვიდიანი კეზერაშვილზე: "ამ სუბიექტმა ჯერ ქართული ბიზნესები დაატერორა, შემდეგ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელი პენსიონერების გატყავებით არის დაკავებული"

ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ - თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟს.

გვიდიანის თქმით, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი.

"BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი. ამ სუბიექტმა ჯერ ქართული ბიზნესები დაატერორა, შემდეგ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელი პენსიონერების გატყავებით არის დაკავებული.
ეს პიჯაკში გამოწყობილი აღზევებული მდაბიო არის საერთაშორისოდ დადასტურებული კრიმინალი. ის აფინანსებს ქართულ ოპოზიციას, მედიას, ეგრეთწოდებულ სამოქალაქო სექტორს და ყველას, ვინც ამ ქვეყნის ჯანჯღარისგან სიამოვნებას იღებს. შესაბამისად, ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე.
მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ - თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ.
P.S. - საინტერესოა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც შეაწუხებს მორალი და გაემიჯნება ამ ინფუზორიას" - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

დღის გადაცემები