30.04.2024 | 23:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ქარსელაძე: "პენსიონერი ადამიანების უკანონოდ მითვისებული სახსრებით იმ ყველაფრის დაფინანსება ხდება, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში არეულობას, ძალიან ბევრ ნეგატიურ გამოვლინებას"

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, თავად თაღლითური სქემების პარალელურად, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ფინანსური სახსრებით ფინანსდება მედიასაშუალება, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს.

"რა თქმა უნდა, ეს არის აღმაშფოთებელი - უკვე მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ, რომ მოხდა 1 მილიარდი ლარის მითვისება, რაც არა მარტო სამარცხვინო, არამედ ნამდვილად მიუღებელია. ასეთი რამ დაუშვებელია, საბოლოო ჯამში აღმაშფოთებელი. გარდა იმ მიგნებებისა, რაც გადაცემაში იყო, არის ის, რომ რეალურად ამ ყველაფრით, საბოლოო ჯამში, ფინანსდება ის მედია, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი და სწორედ დაფინანსების წყაროდან გამომდინარე უნდა იყოს მართალი იმისთვის, რომ მერე თვითონ სიმართლე ილაპარაკოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიუღებელი.

ჩვენ ვიხილეთ უკვე საერთაშორისო მასშტაბის შემთხვევა. საქართველოს ვითარებაში ჩვენ უკვე გვქონდა არა მხოლოდ მიგნებები, არამედ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები გამოტანილი, რომელთა აღსრულება ვერ ხერხდება, თუმცა უკვე ვიხილეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ვერ მოხერხდა და ვერ შესრულდა ის გადაწყვეტილებები, უკვე საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული მოხდა, პენსიონერი ადამიანების თანხა, რომლებმაც თავიანთი ბედნიერის სიბერისთვის გადადეს ის, იქნა მითვისებული აბსოლუტურად უკანონოდ და უფრო მეტიც, მითვისებასთან ერთად ხორციელდება სწორედ ამ მოპოვებული უკანონო სახსრებით ამ ყველაფრის დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში არეულობას, ძალიან ბევრ ნეგატიურ გამოვლინებას, რომელიც როგორც მთლიან პოლიტიკურ და ქვეყნის ჭრილში, ასევე ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონკრეტულ მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებით ვიხილეთ" ,- განაცხადა ქარსელაძემ.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი "მისტერ ოფშორად" არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ამასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის გადაცემები