30.04.2024 | 05:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი დავით კეზერაშვილზე: "აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია"

"მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. "ოცნება" უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა "ნაცები" არ უნდა მოვუშვათ!" - წერს ელისაშვილი.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

დღის გადაცემები