01.05.2024 | 04:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით: "მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!

ჩვენი, თქვენი - ამერიკელების პარტნიორები არიან ბრიტანელები და დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი. ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში, როგორც თვითონ თქვა, მედიებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს თურმე.

ახლა მაინტერესებს, რეზოლუცია რომ მიიღეს, 560 კაცს რომ მოაწერინეს ხელი, ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის, ვინც ქართველებს გამოგვიცხადეთ - მედია დევნილი არისო, თურმე, თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა - ბრიტანელებმა დაადასტურეს.

ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი, სააკაშვილთან ერთად. ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით?!

ის, რაც გუშინ მოვისმინეთ "BBC-ზე" კეზერაშვილთან დაკავშირებით, ამას დიდი ხანია, "ქართული ოცნება" ვამბობთ. კეზერაშვილის თითოეული თეთრი - ეს არის ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროების ნაძარცვი ფული და შემდეგ - ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფული. აქ ხომ სიახლე არაფერი ყოფილა, უბრალოდ, ევროპის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი არხიდან უკვე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე, - რომ ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონერების ძარცვაში.

"ფორმულას" წამყვანები რომ არიან, მრავალათასიანი ხელფასებით, 20 ათას ლარზე მეტი რომ აქვთ ყოველ თვე, აბა, რას გვეტყვით? ესეც "ქართული ოცნება" ხომ არ არის? მათი ევროპელი კოლეგები ასკვნიან ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, რომ "ფორმულას" დამფუძნებელმა, დამფინანსებელმა გაძარცვა და დღემდე ძარცვავს თურმე პენსიონერებს და ამ ფულით მერე მორალს კითხულობენ".

დღის გადაცემები