24.04.2024 | 17:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა [ვიდეო]

ისრაელში ახალი კოალიციური მთავრობის შექმნაბენიამინ ნეთანიაჰუს დაევალა.  ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა განაცხადა. ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს, საჭიროების შემთხვევაში კი ამ ვადის კიდევ 2 კვირით გაგრძელების უფლება ენიჭება.  ქნესეთის 52 დეპუტატმა ქვეყნის პრეზიდენტს ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის მინიმუმ 61 მანდატიანი კოალიციის ფორმირების თხოვნით მიმართა.  თუკი ბენიამინ ნეთანიაჰუ კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებს, პრეზიდენტს უფლება აქვს ეს უფლება ქნესეთის რომელიმე სხვა დეპუტატს გადასცეს. თუკი კანონმდებლები მთავრობის ფორმირებას ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხებენ, ისრაელში კიდევ ერთი არჩევნები დაინიშნება.

დღის გადაცემები