20.04.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯანმო - კორონავირუსი 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან ცირკულირებდა [ვიდეო]

ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეიესუსმა განაცხადა. საბოლოო მოხსენებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჩინურ მხარესთან ერთად მოამზადეს, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებში სავარაუდოდ, ღამურებიდან გავრცელდა და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებ სავარაუდოა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსი უჰანის ირგვლივ 2019 წლის ოქტომბერ-ნოებმრიდან ცირკულირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა.

დღის გადაცემები