24.04.2024 | 10:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Human Rights Watch-ი უკრაინას აკრძალული ნაღმების გამოყენებაში ადანაშაულებს

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის (HRW) განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს.

HRW-ში აცხადებენ, რომ იზიუმის მახლობლად PFM-1 ტიპის ნაღმების გამოყენებას 11 მშვიდობიანი მოქალაქე ესმხვერპლა, კიდევ 50 სამოქალაქო პირი კი, მათ შორის 5 ბავშვი დაიჭრა. ამასთანავე, დაშავების თითქმის ყოველ მეორე შემთხვევას წვივის ან ტერფის ამპუტაცია მოჰყვება.

HRW-ის წარმომადგენელი სტივ გუზი აცხადებს, რომ უკრაინას რატიფიცირებული აქვს 1997 წლის ოტავის კონვენცია, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ნებისმიერ გამოყენებას, წარმოებას, შენახვასა და გასხვისებას.

მიუხედავად ამისა, სტივ გუზის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმით საკმაოდ დიდი ფართობის ტერიტორია დანაღმეს.

მანამდე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სამი ანგარიში, რომლებშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ანალოგიური ნაღმების გამოყენებაზე მიუთითებდა.

დღის გადაცემები