13.12.2024 | 04:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.

როგორც ბელგიური მედია იუწყება, აღნიშნული თანხები ევროპარლამენტის წევრების, ანტონიო პანცერისა და ევა კაილის ბინების ჩხრეკისას ამოიღეს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

დღის გადაცემები