13.12.2024 | 05:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ ცაგარეიშვილი: "სტუდენტობა მამოძრავებელი ძალაა, სიცოცხლეა, მაგრამ როდესაც სტუდენტობა შესაძლოა გახდეს ვიღაცის ხელში და ეს ვიღაც არის სერიოზულად დამანგრეველი ძალა, მე ამის მეშინია"

თუ თითოეულ სიტყვას არ გავუფრთხილდით, ვერც ხელისუფლება გვიშველის, ვერც ოპოზიცია და ვერც საკუთარი თავი. ეს არის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანის, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ვერავინ მოერევა, ვერავინ წააქცევს თუ ქართველებმა ერთმანეთი არ შეჭამეს.

"ახლა სტუდენტები გამოვიდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტობა მამოძრავებელი ძალაა, სიცოცხლეა, ჩვენი ფესვია, მაგრამ როდესაც ეს სტუდენტობა შესაძლოა გახდეს ვიღაცის ხელში და ეს ვიღაც არის ძალიან სერიოზულად დამანგრეველი ძალა, მე ამის მეშინია.

გუშინდელი ღამე ძალიან მძიმე სანახავი იყო. მე არ მინდა სტუდენტებს გული ვატკინო, მინდა მათ მიმართ გამოვხატო ჩემი დიდი სიყვარული და ვუთხრა ჩემი დიდი შიში - დღევანდელ გამოსვლებში პოლიტიკამ სადღაც გამოჟონა. მათ ეტყობა არ უნახავთ ეს გულწრფელი ენერგია ვიღაცამ ურჩხულებს ჩაუგდოს ხელში. აი ეს არის ჩემი შიში და კიდევ გაფრთხილება უფროსებისთვის, რომ ყოველთვის, როდესაც უფროსებსა და უმცროსებს შორის ხდება ასეთი დაძაბული და კრიტიკული რამ, უფროსი აგებს პასუხს.

დღეს, ხელისუფლების გადადგმული ეს ნაბიჯი ჩემთვის იყო მისასალმებელი. მე ვხვდები, რომ რაღაცა სერიოზული შეიძლებოდა მომხდარიყო", - აღნიშნა თამარ ცაგარეიშვილმა.

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც განცხადებები კეთდება.

პარლამენტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

დღის გადაცემები