25.04.2024 | 18:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს"

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი "უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს "ძალიან ჰგავდა", მეორე კი - მეტ-ნაკლებად.

"მეორე ვარიანტი მეტ-ნაკლებად ჰგავდა შეერთებული შტატების კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო, მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს", - აღნიშნა პესკოვმა.

დღის გადაცემები