25.04.2024 | 18:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვატო შაქარიშვილი: "აგრესია, პროცესების მაიდანიზაცია წახალისებული არ იყო მხოლოდ დესტრუქციული და გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ ეს იყო მხარდაჭერილი და წაქეზებული ქვეყნის გარედან"

დესტრუქცია, აგრესია, თანამედროვე ხუნვეიბინების ქმედება ნამდვილად არ გვაახლოებს ევროპას, პირიქით გვაშორებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ გადაცემაში კონსერვატიული პორტალის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს ბოლო დღეებში აქციების მსვლელობისა გამოჩენილი მათი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის.

"მათი პროფესიონალიზმისა და მოთმინების შედეგად ჩვენ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ძალიან აგრესიული პროტესტი და მიტინგი დასრულდა უსისხლოდ, უმსხვერპლოდ და მინდა, თითოეულ მათგანს ამისთვის მადლობა ვუთხრა.

ჩვენ ვხედავდით, როგორ წაბილწეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრი, როგორ შეურაცხყვეს ქაშვეთის ტაძარი., როგორ წვავდნენ ავტომობილებს, როგორც სამართალდამცველების, ასევე კერძო პირების კერძო საკუთრებას, ანადგურებდნენ მუნიციპალურ საკუთრებას, რაც ყველასი, ჩვენია და ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო.

ღრმად მრწამს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ გზასთან და გვჯერა, რომ ეს დესტრუქცია, აგრესია, თანამედროვე ხუნვეიბინების ქმედება ნამდვილად არ გვაახლოებს ევროპას, პირიქით გვაშორებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს.

მათი ქმედება, ეს აგრესია, პროცესების მაიდანიზაცია წახალისებული არ იყო მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, აწ უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილი დესტრუქციული და გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ ეს იყო მხარდაჭერილი და წაქეზებული ქვეყნის გარედან", - განაცხადა შაქარაშვილმა.

ამის მაგალითად მან 7 მარტის საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადება მოიშველია.

პარლამენტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

დღის გადაცემები