24.04.2024 | 12:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - მე თქვენს გვერდით ვარ, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს: "ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, ეს მომავალი წაართვას"

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.

"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვას ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც",- აღნიშნავს პრეზიდენტი.

დღის გადაცემები