19.04.2024 | 16:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული კიდევ ერთი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს.

დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

დღის გადაცემები