24.04.2024 | 03:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნეთანიაჰუ: "აშშ-სთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს"

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს. 

"ჩემი პოლიტიკა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც მისი მიწოდების საშუალებები. ეს უცვლელი დარჩება, ცხადია, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ამ საკითხზე ვმუშაობთ. ეს არის საერთო მიზანი", - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ნეთანიაჰუმ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო შეესწრო თეირანის რეჟიმის ბარბაროსობას, მათ შორის

"არსებობს საერთო კონსენსუსი, რომ ამ რეჟიმმა არ უნდა შეიძინოს ბირთვული იარაღი," - აცხადებს ნეთანიაჰუ.

დღის გადაცემები