19.04.2024 | 12:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირანი მზადაა რუსებისთვის ინდივიდუალური ტურისტული ვიზების გაცემა გაამარტივოს

რუსეთში ისლამური ირანის რესპუბლიკის ელჩის ყაზემ ჯალალის განცხადებით, ირანი მზად არის ორმხრივად გაამარტივოს რუსი ტურისტებისთვის ინდივიდუალური ვიზების გაცემა.

"ტურისტული მოგზაურობისთვის ვიზების გაცემის გამარტივების საკითხი დღის წესრიგშია და ამჟამად საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. ამასთან, ჩვენ მზად ვართ გავამარტივოთ ტურისტებისთვის ინდივიდუალური ვიზები ორმხრივად", - განაცხადა ელჩმა. 

ელჩმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მოგზაურობის რაოდენობა გაიზარდა.

"ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით შარშან ოთხჯერ გაიზარდა ტურისტული მოგზაურობის რაოდენობა ირანში", - აცხადებს ელჩი. 

ჯალალიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოგზაურებს არაფერი ემუქრებათ და ტურისტულ ზონებს მარტივად შეუძლიათ ეწვიონ. 

დღის გადაცემები