26.04.2024 | 04:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კაპრალი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ გამარჯვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კაპრალმა თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა. მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში - უკრაინელი.

მსოფლიოს პარამკლავჭიდის ჩემპიონატი თურქეთში, ქ. სტამბოლში ჩატარდა, რომელშიც 54 ქვეყანა მონაწილეობდა. თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

დღის გადაცემები