16.04.2024 | 15:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოსა და ნორვეგიას შორის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის ანგარიში 1:1 დასრულდა.

ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" პირველი გოლი მეთხუთმეტე წუთზე ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა ალეკსანდერ სიორლოტმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში შეძლეს. გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, მან ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

დღის გადაცემები