26.04.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

"29 წლის მოფარიკავემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე გრან პრის (ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან) პირველი ქართველი გამარჯვებულია! ტუნისის გრან პრის ფინალში სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა!", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

დღის გადაცემები