18.04.2024 | 00:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ვაშინგტონში გამართულ ეტლით ფარიკაობის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობის დისციპლინაში ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ პასკუიონოს 15-11 აჯობა.

ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე კიდევ ერთი დისციპლინაში რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.რამდენიმე წუთის წინ კი ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი ნინა თიბილაშვილმა მოუტანა, რომელიც ვერცხლის პრიზიორი გახდა.

დღის გადაცემები