30.04.2024 | 12:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლადო მგალობლიშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაცხადა თვითლიკვიდაცია რაც გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ რეალობას"

გვაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საახალწლოდ, საჩუქარს უმზადებს ქართველ ხალხს და დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება - აღნიშნული პარტია პირველად, 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში, ჩადგა ქართველი ხალხის სამსახურში და გამოაცხადა თვითლიკვიდაცია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ძალიან გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ რეალობას და სპექტრს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

"უახლოეს მომავალში, არის სრული მოლოდინი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ფორმით ვეღარ იარსებებს და მისგან დარჩება მელიები, "ციყვები, მგლები" და ა.შ. ეს იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი ერა, ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისი, სადაც ყველაზე დიდი მავნებელი პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ იარსებებს. ამიტომ მივესალმებით ყველა იმ პროცესს, რაც დღეს მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობაში" - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

დღის გადაცემები