23.04.2024 | 23:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ნაცმოძრაობა" 10 წელი იყო ხელისუფლებაში და თუ რაიმე ბოროტების გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა"

"ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდოდა ხელისუფლების დათმობა. სულ თავიდან რომ დავიწყოთ - "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოვიდა, სინამდვილეში კი, ეს ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება იყო. "ნაცმოძრაობა" 10 წელი იყო ხელისუფლებაში და თუ რაიმე ბოროტების გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა. მერე ეს პარტია დიდი ბრძოლით განვდევნეთ, თუმცა "ნაცებმა" თავისი პატრონების და ლობისტების მეშვეობით "ქართული ოცნება" აიძულეს, რომ პოლიტიკურ თანაარსებობაში და კოჰაბიტაციაში ყოფილიყვნენ, რაზეც "ქართული ოცნება" დათანხმდა. მიზანი ამისი იყო მხოლოდ ის, რომ ისინი კვლავ მობრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. გავიდა ათი წელი და ამ ათ წელიწადში რამდენიმე თაობა შეიცვალა. 8-9 წლის ბავშვები 18-19 წლისები გახდნენ. ისინი მაშინ პატარები იყვნენ, არ ახსოვთ და არ ესმოდათ, რას აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა", არც მათი დანაშაულებანი ახსოვთ. ეს ათი წელი "ნაცებმა" დაიცადეს, ახლა კი, რაზმავენ ამ ხალხს, რომ ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეტი არაფერი მიზეზი და მიზანი აქ არ არის. ახლა მიდის პროპაგანდა: ამ ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა კარგად ვიცხოვროთო - ყველას გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მდიდრებიო - ყველას გვინდა, მდიდრები ვიყოთ. მერე ეუბნებიან: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და იქ მოვხვდებით და მერე გავწევრიანდებით, აი, მერე ვიცხოვრებთ მდიდრულად. ჯერ ერთი, ეს ტყუილია. მერე ეუბნებიან, იცი იქ რატო ვერ ვწევრიანდებით? ეს ამათი ბრალია. ჯერ ეუბნებოდნენ ჩვენზე - აი, "პატრიოტთა ალიანსის" ბრალია, ახლა კი, "ქართულ ოცნებაზე" გადავიდნენ და ეუბნებიან, რომ მათი ბრალია. მათი ბრალია, რომ შენ არ ხარ ევროპაში, მათი ბრალია, რომ არ მდიდრდები და კარგად არ ცხოვრობ. ეს ახალგაზრდებიც ამას იჯერებენ, ტყუვდებიან - აი, ეს არის. "ნაცმოძრაობამ" დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ უდიდესი უბედურება და ბოროტებაა "ქართული ოცნება" და ისევ ისინი უნდა მოვიდნენ. დაარწმუნეს, რომ "ქართული ოცნება" ძალადობს მათზე და ამიტომ დასავლეთი გვეუბნება დეპოლარიზაციაო. "ქართულ ოცნებას" ეუბნება - ნუ ხარ მოძალადე, დეპოლარიზაციაზე წადიო. ეს ტაქტიკური სვლებია, რომ ესენი მობრუნდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები