13.12.2024 | 00:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: "იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოავლენს ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის შეფასებაზე, რომელმაც თავის დროზე ევროპარლამენტს შესთავაზა, რომ „კეზერაშვილი დევნილობაში მყოფი მედიამენეჯერია"

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოავლენს ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის ინიციატივებზე, რომელმაც თავის დროზე ევროპარლამენტს შესთავაზა, რომ "კეზერაშვილი დევნილობაში მყოფი მედიამენეჯერია", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ბიბისიზე" გასული სიუჟეტი ევროპარლამენტარების პოზიციაზე გავლენას მოახდენს, რადგან "ბევრი ადამიანი აღმოჩნდა შეცდომის მსხვერპლი".

"არ არის ყველა ის ხალხი, განსხვავებით ერთი ნაწილისგან, რომელიც შეიძლება დიდხანს შეეგუოს მათ მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების მძევლის როლში ყოფნას. ისინი ყოველთვის მზად არიან, თუკი ოდესმე შეცდომა დაუშვიათ, აღიარონ და სრულიად სხვა მიმართულებით ნაბიჯები გადადგან, ამიტომ როცა განცხადებები გაკეთდა, რომ ეს არის მედიამენეჯერის დევნა", როცა კეზერაშვილზე ვსაუბრობდით და ეს ევროპარლამენტის მხრიდან შეწყნარებული იყო, ბუნებრივია, ახლა ყველა ხვდება, რომ არავითარი მიზეზი ამას არც მაშინ გააჩნდა და არც ახლა გააჩნია.

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის ინიციატივებზე, რომელმაც თავის დროზე ეს შესთავაზა ევროპარლამენტს, რომ თითქოსდა კეზერაშვილი არის დევნილობაში მყოფი მედიამენეჯერი, ევროპარლამენტი უფრო მეტად კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოავლენს მომავალში," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის გადაცემები