26.04.2024 | 22:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნაზი ჯანეზაშვილი: "უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის დეკლანიზაცია"

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ, რითაც გააპროტესტეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის 5 წლის ვადით სავარაუდოდ, ხელმეორედ დანიშვნა.

როგორც "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, მიხეილ ჩინჩალაძეს აღნიშნულ პოზიციაზე უფლებამოსილება მაისის ბოლოს ამოეწურა და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეცდება, რომ კვლავ დანიშნოს ამ პოზიციაზე. მისი თქმით, ეს არის პრობლემა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის დეკლანიზაცია.

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მთავარ პრობლემად სასამართლო სისტემა სახელდება ამაში, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძის ნეგატიური როლი საკმაოდ დიდია. ამ წლების განმავლობაში, რაც სასამართლოში ხდებოდა სათავეში ჩინჩალაძე და მისი გარემოცვა იდგა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არ უნდა დაინიშნოს კვლავ 5 წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, ეს არის სასამართლო, რომელიც საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ყველაფერს უკავშირდება- მედიას, ეკონომიკას, ადამიანის უფლებებს. ჩვენ თუ გვექნება გამართული სასამართლო სისტემა ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული დემოკრატიული თვალსაზრისით", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

დღის გადაცემები