26.04.2024 | 18:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნაზი ჯანეზაშვილი - "კლანური მმართველობა" არის ის, რამაც მიგვიყვანა მძიმე სიტუაციამდე, ამ კომპონენტს დიდი უარყოფითი წვლილი მიუძღვის, რომ უარი გვითხრან კანდიდატის სტატუსზე

"კლანური მმართველობა" არის ის, რამაც ჩვენ მიგვიყვანა დღეს ძალიან მძიმე სიტუაციამდე, ამ კომპონენტს ძალიან დიდი უარყოფითი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ უარი გვითხრან კანდიდატის სტატუსზე - უნდა ვიმუშაოთ და ძალიან რთულია, მაგრამ იქნებ დავაფიქროთ ხელისუფლება,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილმა არამოსართლე წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაციის "სასამართლოს გუშაგი" ხელმძღვანელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის მომავალში მიიღებს კონსულტაციებში მონაწილეობას, თუკი შესთავაზებენ, რადგან მიაჩნია, რომ საკუთარი ხედვები ხელისუფლებამდე უნდა მიიტანონ.

"რთულია დღეს ვითარება სასამართლოში, მძიმეა ის კლანური მმართველობა, რომელიც პირდაპირ აისახება სასამართლოს დამოუკიდებლიბაზე, მაგრამ ვინაიდან ევროკავშირი დღეს გვიყენებს პირობებს, რომ წარმატებით ვერ გაივლით ევროინტეგრაციის ფაზებს, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან გაქვთ პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ა.შ. ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ვიმუშაოთ და ძალიან რთულია, მაგრამ იქნებ დავაფიქროთ ხელისუფლება, რომ ეს მთლიანად ყველას აყენებს ზიანს და საბოლოო ჯამში ეს შეიძლება გახდეს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი. "კლანური მმართველობა" არის ის, რამაც ჩვენ მიგვიყვანა დღეს აქამდე, ძალიან მძიმე სიტუაციამდე, ამ კომპონენტს ძალიან დიდი უარყოფითი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ეს არის საკითხი, რაზეც ყველას მოგვიწევს დაფიქრება, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში გადაწყვეტილებებს იღებდნენ საკანონმდებლო თუ პრაქტიკის კუთხით და შეჰქონდათ ნეგატიური წვლილი ამ ყველაფერში,"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღის გადაცემები