18.04.2024 | 20:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალუდა ღუდუშაური ჯანეზაშვილზე: "ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა"

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მაღალი ქულით შეფასებული ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს, რომელმაც კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დეპუტატი ჯანეზაშვილის ამ მოქმედებას არაკომპეტენტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ მან ვინმე შეაფასოს, მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია მართლმსაჯულებაზე.

"არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და მათი ჯანსაღი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ამ მოქმედებამ, რომ ის არის არაკომპეტენტური. ყველამ კარგად დაინახა, რომ დღეიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვინმე შეაფასოს მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია იმასა, რომ მართლმსაჯულებაზე და სასამართლოზე თითქოსდა რაიმე მონიტორინგი განახორციელოს" - განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.

დღის გადაცემები