13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილის განცხადება
"ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანსო, თქვა აშშ-ს საელჩომ.
  არამარტო ევროპულ არჩევანს, არამედ გვარამიას პატიმრობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობას! მოციქულ ანდრიას შემობრძანებას! წმინდა ნინოს მიერ გაქრისტიანებას! საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებას!
  სვეტიცხოვლის, სამთავისის, ჯვრის მონასტრის, ალავერდის და ბოლნისის სიონის მონუმენტურობას! ხოხობის თბილ წყალში აღმოჩენას! მყინვარწვერის სიმაღლეს! აბო თბილელის წარმომავლობას!
  გვარამიას პატიმრობა თავდაყირა აყენებს მარადიული ფრაზის შინაარსს - ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! გვარამიას პატიმრობა ეჭვქვეშ აყენებს ასურელი მამების მოღვაწეობას!
6000 გარეჯელი მამის მოწამეობრივ აღსასრულს! ძალთა ბალანსს დიდგორის ბრძოლაში! მღვდელი თევდორეს გონიერებას! ექვთიმეს სიქველეს!
და ა.შ. და ა.შ.
  P.S. და კარლ ცაისთან დინამოს გამარჯვებას".
დღის გადაცემები