24.04.2024 | 15:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მათიკაშვილის თქმით, გვარამიას საქმეზე დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების "დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს". ასე უპასუხა მან ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას, რომელიც ამ საქმეზე საუბრის დროს ევროკომისიის პრიორიტეტებზე საუბრობდა.

"კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა, დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს... ჩვენს პარტნიორებს შევახსენებდი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ პროცესს „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რომელზეც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი... ქართული სასამართლოს წარმოება აღმოჩნდა სრულიად მართალი და ყველა ის განცხადება, აღქმებზე დაფუძნებული შეშფოთება და ა.შ. იყო არაფრისმომცემი, ტყუილი, რადგან ამის უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა", - თქვა დავით მათიკაშვილმა.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის სახელით საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გვრამიას საქმეს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება.

"ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.

ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ "უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს" ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

დღის გადაცემები