08.05.2024 | 07:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვატო შაქარი: "გარდა იმისა, რომ შეიარაღების გადაცემის მოთხოვნა საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს ემსახურება, ასევე აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში შეიარაღების მარაგების სიმცირეა. როგორც ჩანს, ამან განაპირობა საქართველოსთვის იარაღის მოთხოვნის წამოყენება"

"გარდა იმისა, რომ შეიარაღების გადაცემის მოთხოვნა საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს ემსახურება, ასევე აჩვენებს, რომ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში შეიარაღების მარაგების კრიტიკული სიმცირეა. გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. როგორც ჩანს, ამან განაპირობა უკრაინის საელჩოს კარისკაცის პირით საქართველოსთვის იარაღის მოთხოვნის წამოყენება", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე მოძრაობა "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

"გაგიზიარებთ 2012 წელს "ამერიკის ხმის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რაც კასიანოვსაც და მის უფროსებსაც დაეხმარება, უკეთ შეარჩიონ მოთხოვნის ადრესატი და ის ეძებონ საკუთარ აგენტურაში – სააკაშვილ-კეზერაშვილებში! სტატიიდან ერთ ციტატას გამოვარჩევ, დანარჩენი კი გაზიარებულ ბმულზე იხილეთ: "თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს სენაკის სამხედრო ბაზა მთლიანად გაეძარცვათ, რათა კორუფციული გზით შეძენილი უხარისხო იარაღისა და სამხედრო მასალის კვალი სამუდამოდ გამქრალიყო", – აღნიშნავს შაქარიშვილი.

დღის გადაცემები