დღის სიახლეები

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ხუთმა გემმა დატოვა
უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ხუთმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მარცვლეულის მიმდინარე გადაზიდვის ფარგლებში, დღევანდელი დილის მდგომარეობით უკრაინის პორტები კიდევ ხუთმა გემმა დატოვა" - წერს თურქეთის თავდაცვის უწყება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინიდან ჯამში 3.1 მილიონი ტონა მარცვლეულით დატვირთული 134 რეისი განხორციელდა.
მსგავსი