27.04.2024 | 12:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 300-ლარიან ბინის ქირის დახმარებას უკრაინიდან ლტოლვილი 500-მდე ოჯახი იღებს, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას კი 1050-ზე მეტი ადამიანი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, დღეისათვის 300-ლარიან ბინის ქირის დახმარებას უკრაინიდან ლტოლვილი 500-მდე ოჯახი იღებს, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას კი 1050-ზე მეტი ადამიანი.

როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული პროგრამა 6 თვით გახანგრძლივდა და დახმარების განაკვეთები ზუსტად იგივეა, რასაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი ადამიანები იღებენ.

"ჩვენი სახელმწიფო თებერვლის თვიდან აქტიურად დგას უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების გვერდით, 15 ივლისიდან დევნილების სააგენტოს გადმოებარა მათზე ზრუნვა, გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ, რომ სჭირდებათ დახმარება. ვეხმარებით როგორც ყოველთვიური ქირით, ასევე სოციალური დახმარებით. ეს არის ზუსტად იგივე განაკვეთები, რაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილებს აქვთ. 6 თვით მოვახდინეთ აღნიშნული პროგრამის გახანგრძლივება. ივლისის შემდეგ 1.8 მილიონი ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები და ბინის ქირები. 200 000 ლარი დაგვიჯდა დროებითი საცხოვრებლები და 800 000 ლარამდე გადავიხადეთ მათ სამედიცინო სერვისებში, რომელიც საქართველოში სხვადასხვა კლინიკამ გაუწია. დღეისათვის 500 ოჯახი იღებს 300-ლარიან ბინის ქირას და 1050-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის გადაცემები