26.04.2024 | 07:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ.

ამასთან, ექიმები ამ დრომდე შეხვედრას ითხოვენ კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან.

მათივე ინფორმაციით, ისინი კლინიკის დირექტორის ფინანსურ მოადგილეს უნდობლობას უცხადებენ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.

დღის გადაცემები