23.04.2024 | 07:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ არ მოხდეს სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა.

ექიმების განცხადებით, სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით, რითაც 1000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი დარჩება.

აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს, "ქართული ოცნების" და პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილით უკვე მიმართეს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას დაეთმობა.

"ამ პერიოდის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები, როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების კუთხით",- აღნიშნავს გაბუნია და დასძენს, რომ საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი.

დღის გადაცემები