19.04.2024 | 17:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - არ ველოდებით, ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს"

კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - საზოგადოებაში პანიკა არ არის, პროგნოზულად არ არის ის ვითარება, რომ ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.

"მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი ანუ გავრცელების ინტენსივობა, გავრცელების ტემპი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია. თუ ჩვენ ყოველ კვირა გვქონდა შემთხვევების გაორმაგება, ახლა, ბოლო კვირას მომატებულია რაოდენობა, თუმცა ეს არ არის 2-ჯერ მეტი, როგორც წინა კვირაში. ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირებულია. ჩვენთან ძირითადად ცირკულირებს BA.4 და BA.5, უპირატესად BA.5 შტამი. რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდილიანობა არ იმატებს, დღეში გვაქვს 1 ან არცერთი გარდაცვალება. არც კლინიკებია გადატვირთული. BA.5 ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ არ არის საზოგადოებაში პანიკა, პროგნოზულად არ არის ისეთი ვითარება, რომ გვქონდეს ისეთი ტალღა, როგორც გასულ აგვისტოს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია", - აღნიშნავს გამყრელიძე.

დღის გადაცემები