20.05.2024 | 01:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი- "არც მხარდამჭერი არ ვიქნები "ქართული ოცნების“ [ვიდეო]

ბიძნა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი  მისი პოლიტიკაში ყოფნის არაერთ ეპიზოდს შეეხო. ინტერვიუში ნათლად ჩანდა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი კმაყოფილი იყო მმართველი პარტიის საქმიანობით. მისივე განცხადებით პარტიას საბედისწერო და უხეში შეცდომა არ დაუშვია და სწორი მიმართულებით მიდიოდნენ. ივანიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება კარგად არის მომწიფებული იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" ქარაქუცა პარტიებით არ ჩაანაცვლონ. ყოფილ პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ უახლოეს 4-5 წელიწადში "ქართულ ოცნებას"  არაფერი ემუქრება. 

 

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავად პრემიერმა გახარიამ არ მოინდომა მთავრობა ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებულიყო. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ პოლიტიკაში  უკან აღარ მობრუნდება. იმ შემთხვევაში კი თუ მის გუნდს გაუჭირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად გააკეთა.  საკუთარ გუნდს კი რჩევას  აძლევს, ერთმანეთის ოპონირებას არ მოერიდონ. ივანიშვილი  ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ იქნება და მისი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებში მონაწილეობა იქნება.

დღის გადაცემები