20.05.2024 | 01:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, მათი გაგებით მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს"

"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, მათი გაგებით მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს - საბოლოოდ, ეს რევოლუციური ტალღა პარტიის შიგნით გვხვდება და მათ პარტიას, რომელსაც ისედაც მძიმედ აქვს საქმე, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ამ სესიის დაწყებიდანვე ვიხილეთ, რომ ოპოზიციის ფლანგზე "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ არ არის პარლამენტში, კვლავ ცდილობენ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, მათი გაგებით მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფონ.

საბოლოოდ, ეს რევოლუციური ტალღა პარტიის შიგნით გვხვდება და მათ პარტიას, რომელსაც ისედაც მძიმედ აქვს საქმე, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

მარტო ეს რომ იყოს, ზედმეტი კომენტარის ღირსი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, მთელ მათ ღელვას საერთაშორისო აქტორებიც უმაგრებენ მხარს.

ახლა უკვე დეპოლარიზაციის მთავარ აქტორად მიხეილ სააკაშვილია გამოყვანილი. გვეუბნებიან, რომ ჰუმანიტარული მიზნების გამო ხდება ეს რევოლუცია, ჰუმანიტარული მიზნების გამო უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჰუმანიზმით შეპყრობილ ადამიანებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ამ 500 დღის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდენიათ ერთი ჰუმანური მოწოდება მაინც, პატიმარ სააკაშვილის მიმართ. კერძოდ, დაემორჩილოს და მიიღოს კვების რაციონი, ექიმების დანიშნულებას დაემორჩილოს. ერთი მკურნალი ექიმი მაინც გამოაგზავნონ საქართველოში, რომლის ჩამოსვლის და აქ ყოფნის სხვა ხარჯს სახელმწიფო იღებს.

საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმეს სასამართლოს უფლება აქვს წართმეული, ან ჯანმრთელობის უფლება, აქ საუბარია, რომ სპეცოპერაცია, საქართველოში არეულობის და ხელისუფლების ცვლილება ომში ჩართვის ავანტიურით უნდა გაგრძელდეს.

სააკაშვილი აქ ფარულად შემოვიდა, კანონის დარღვევით, რათა ქვეყანაში არეულობა გამოეწვია. ეს გეგმა ვერ განხორციელდა, მაგრამ ახალი გეგმა გულისხმობს, რომ სახელმწიფოს დააბრალონ სააკაშვილის მოწამვლა, ის, რომ არ მკურნალობენ. არ ერიდებიან ასეთი უმძიმესი ბრალდება წაუყენონ საკუთარ ქვეყანას",- აღნიშნავს ქადაგიშვილი.

დღის გადაცემები